Trump organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის ფოტოს ავრცელებს.
„ძალიან მიხარია, რომ გიზიარებთ Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ ვიზუალურ პროექტს. თბილისის გულში, ეს კოშკი მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა. ეს ჩვენი პირველი პროექტია ამ რეგიონში და აღფრთოვანებულები ვართ, რომ მას რეალობად ვაქცევთ!“ – წერს ერიკ ტრამპი.
შეგახსენებთ, Trump organization-მა ახალი პროექტის, Trump Tower Tbilisi-ს შესახებ ოფიციალურ განცხადება რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა.. როგორც ცნობილი გახდა, მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
პროექტის ფარგლებში ქართული კომპანიები Archi Group-ი, Biograpi Living-ი და Blox Group-ი იქნებიან ჩართულები.