logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

NanoLand-მა ბაზალეთის ტბის მიმდებარედ 6 სტუმარზე გათვლილი ახალი კოტეჯი დაამატა

NanoLand-მა ბაზალეთის ტბის მიმდებარედ 6 სტუმარზე გათვლილი ახალი კოტეჯი დაამატა. როგორც პირველი გლემპინგ კოტეჯის - NanoLand-ის დამფუძნებლის ნანიკო კელიხაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ახალი კოტეჯის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 50 000 ლარს შეადგენს.

მისივე ინფორმაციით, მათი სტუმრები ძირითადად ადგილობრივები - ქართველები არიან, რასაც თბილისთან სიახლოვეს უკავშირებს. 

"ჩვენი კოტეჯი დიდი ხანია ფუნქციონირებს და მიმდინარე თვეში კიდევ ერთი დავამატეთ. შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია, თუმცა აღნიშნული კლება შესაძლოა განპირობებული იყოს იმ ფაქტორითაც, რომ ბაზალეთის ტბის მიმდებარედ ბევრი მსგავსი ტიპის კოტეჯი აშენდა, რამაც კონკურენცია გაზარდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულში აქტივობის ზრდის მოლოდინი გვაქვს, რადგან აქტიურად შემოდის წინასწარი ჯავშნები. მაგალითად, მაისის თვეში კოტეჯი 50%-ით დატვირთულია და ივნისის ჯავშნებიც გვაქვს", - აცხადებს ნანიკო კელიხაშვილი.

ცნობისთვის, NanoLand არის პირველი გლემპინგ კოტეჯი დუშეთში, რომელმაც ფუნქციონირება 2 წლის წინ დაიწყო. ამჟამად, სივრცე მოიცავს ერთ გლემპინგს, 15 კაცზე გათვლილ ფანჩატურს და ერთ კოტეჯს.

გამოგვყევით