logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა" - Reuters

"აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა" - Reuters

1778561403

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

Reuters-ის წერს, რომ სანქციები შეეხება სამ ფიზიკურ პირს და ცხრა კომპანიას. როგორც ცნობილია, სანქცირებული პირები და კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირანული ნავთობის გაყიდვისა და გადაზიდვისთვის ხელშეწყობაში მონაწილეობდნენ.

„სახაზინო დეპარტამენტი გააგრძელებს ირანის რეჟიმის მოწყვეტას ფინანსური ქსელებისგან, რომლებსაც ის ტერორისტული აქტების განსახორციელებლად და გლობალური ეკონომიკის დესტაბილიზაციისთვის იყენებს“, – აღნიშნა ბესენტმა.

გამოგვყევით