logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"პანორამა ჯგუფმა" 38-წლიანი ისტორიის მქონე ტელე-რადიო კომპანია "რიონი" შეიძინა

"პანორამა ჯგუფმა" 38-წლიანი ისტორიის მქონე ტელე-რადიო კომპანია "რიონი" შეიძინა

1778606040

ტელეკომპანია ,,რიონი" ახალ ეპოქას იწყებს — „პანორამა ჯგუფმა“ 38-წლიანი ისტორიის მქონე ტელე-რადიო კომპანია შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას "პანორამა ჯგუფი" ავრცელებს. 

"ქუთაისისა და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაუწყებელი სრულ განახლებას იწყებს. ,,პანორამა ჯგუფი"-ს მმართველობის ქვეშ „რიონი“ ტექნიკურ და შინაარსობრივ ტრანსფორმაციას გაივლის - განახლდება ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ახალი გადაცემები და გაძლიერდება რეგიონალური ჟურნალისტიკა.

"პანორამა ჯგუფისთვის" ეს მხოლოდ ბიზნესპროექტი არ არის — გვინდა „რიონს“ დავუბრუნოთ ის მნიშვნელობა და ნდობა, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა.  ასევე, პროექტი ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქუთაისის, როგორც მედია და კულტურული ცენტრის, კიდევ უფრო გაძლიერებას.  ტელეკომპანია ,,რიონი" ბრუნდება — უფრო თანამედროვე, ძლიერი და მაყურებელთან ახლოს,"-აღნიშნულია "პანორამა ჯგუფის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, "პანორამა ჯგუფი" ქუთაისის წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა.  

გამოგვყევით