logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

Kanye West-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები რეკორდულ დროში გაიყიდა

Kanye West-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები რეკორდულ დროში გაიყიდა

1778583997

Kanye West-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები რეკორდულ დროში გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Starring Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამიკო ჯანელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს

მისივე ინფორმაციით, 12 ივნისს, დინამო არენაზე პირველი 360 გრადუსიანი სცენა მოეწყობა.

"ორი დღის განმავლობაში, ჯამურად YE-ს შოუს ბილეთების გასაყიდად დედამიწას სულ რაღაც 8 საათიანი ბრუნი დასჭირდა. კიდევ ერთი რეკორდი Starring Georgia-სთვის და კიდევ ერთხელ - მთავარ როლში საქართველო!შევხვდებით 12 ივნისს, დინამო არენაზე, საქართველოში პირველი 360 გრადუსიანი სცენის ირგვლივ", - წერს ამიკო ჯანელიძე.

ცნობისთვის, 12 ივნისს Kanye West-ი (Ye) საქართველოს ეწვევა.  მუსიკალური შოუ თბილისში, „დინამო არენაზე“, პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების წინასწარი გაყიდვა 11 მაისს დაიწყო. კონცერტის ბილეთების ფასი 270 ლარიდან იწყებოდა და 1600 ლარს აღწევდა.

გამოგვყევით