logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"McDonald's-ი მეორე კვარტალში გაყიდვების კლებას ელის, მიზეზი საწვავის მაღალი ფასებია" - Reuters

"McDonald's-ი მეორე კვარტალში გაყიდვების კლებას ელის, მიზეზი საწვავის მაღალი ფასებია" - Reuters

1778579820

McDonald’s აცხადებს, რომ მომხმარებლები ინფლაციისა და საწვავის გაძვირების ფონზე სწრაფ კვებაზე ნაკლებ თანხას ხარჯავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. 

კომპანიის ცნობით, განსაკუთრებით შემცირდა დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლების აქტივობა, რაც გაყიდვებზეც აისახა.

კომპანიის პირველ კვარტალში ამერიკაში გაყიდვები 3.9%-ით გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზზე დაბალი აღმოჩნდა. McDonald’s-ში ამბობენ, რომ მომხმარებლები სულ უფრო ხშირად სრულ მენიუს ნაცვლად მხოლოდ ერთ პროდუქტს ყიდულობენ.

კომპანია ცდილობს მომხმარებლების დაბრუნებას იაფი შეთავაზებებით — მათ შორის 3 და 4 დოლარიანი მენიუებითა და ფასდაკლებებით. McDonald’s-ის ხელმძღვანელობის თქმით, ეკონომიკური ფონი “უარესდება” და ეს პირდაპირ აისახება მომხმარებელთა ქცევაზე.

თამარ გაზდელიანი 

ფოტო: Reuters

გამოგვყევით