სოციალური კომერცია ტრადიციულ ტელეშოპინგს ანაცვლებს — მთავარი მოთამაშე უკვე TikTok-ია. ამერიკული ტელეშოპინგის გიგანტი QVC ფინანსურ კრიზისშია . ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომხმარებლების ქცევის შეცვლაა , ადამიანები პროდუქტებს უკვე TikTok Live-ებისა და ინფლუენსერების საშუალებით ყიდულობენ და არა ტელევიზორიდან.
Bloomberg-ის მიხედვით, TikTok Shop-მა მთლიანად შეცვალა ე.წ. impulse shopping-ის მოდელი. თუ ადრე მომხმარებელი QVC-ზე უყურებდა წამყვანს და პროდუქტს ტელეფონით იწერდა, ახლა იგივე პროცესი TikTok-ზე რამდენიმე წამში ხდება — პირდაპირ ვიდეოდან.
QVC-მ თვითონაც დაიწყო TikTok-ზე 24/7 live გაყიდვები, რადგან კომპანიამ აღიარა, რომ ახალგაზრდა აუდიტორია უკვე სოციალურ ქსელებშია გადასული. LinkedIn-ზე გავრცელებული ინდუსტრიული ანალიზის მიხედვით, QVC-მ მხოლოდ TikTok Shop-იდან 100,000-ზე მეტი ახალი მომხმარებელი მიიღო.
როგორც ჩანს TikTok უკვე მხოლოდ სოციალური ქსელი აღარ არის — ის თანდათან retail პლატფორმად ყალიბდება. ექსპერტები ამას “social commerce economy”-ს უწოდებენ, სადაც კონტენტი და გაყიდვები ერთ სივრცეში ერთიანდება.
თამარ გაზდელიანი
ფოტო: Bloomberg