logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 1.7%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 1.7%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1778657290

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 2 439.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 21.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 692.3 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 4.9 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აპრილში 3 252.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მაისს.

გამოგვყევით