logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, პერიოდულად  ჩანაცვლდება პროდუქტები, რომლებზეც გარკვეული შეთავაზებები გავრცელდება"

"მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, პერიოდულად  ჩანაცვლდება პროდუქტები, რომლებზეც გარკვეული შეთავაზებები გავრცელდება"

1778676422

ქსელურ მარკეტებში დაიწყო „სოციალური კალათების“ განთავსება და პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

პირველი ეტაპისთვის, სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში, ფასდაკლებით გაიყიდება 15 სახეობის სასურსათო პროდუქტი. სოციალურ კალათაში შედის: ფქვილი, ბრინჯი, შაქარი, წიწიბურა, ქათამი, ტკბილეული, მაკარონი, რძის ნაწარმი და სხვა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი.

როგორც „გუდვილის“ დარბაზის მენეჯერმა თინათინ დევაძემ განმარტა, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, პერიოდულად  ჩანაცვლდება პროდუქტები, რომლებზეც გარკვეული შეთავაზებები გავრცელდება.

„ჩვენი კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში, სოციალური კალათის გარკვეულ პროდუქტებზე ხორციელდება გარკვეული შეთავაზებები. ესენია პირველადი მოხმარების პროდუქტები. რა თქმა უნდა, მომხარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ეს პროდუქტები ჩანაცვლდება სხვადასხვა ბრენდის თუ სახეობის მიხედვით“, – განაცხადა თინათინ დევაძემ.

გამოგვყევით