logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღინიშნება "ტოპ ფასი", რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით"

"ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღინიშნება "ტოპ ფასი", რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით"

1778676058

ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენს ქსელში, ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით, - განაცხადა „აგროჰაბის“ კომერციულმა დირექტორმა ანა გახარიამ „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას.

მისი თქმით, პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც სასურსათო კალათაში განთავსებულ პროდუქტზე განისაზღვრება, გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს სტანდარტული ფასდაკლების დროს ხდება.

„პროცენტი ცვლადია, თუმცა იქნება იმ საშუალო პროცენტზე გაცილებით მაღალი, ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენი საშუალო ფასდაკლება ყოველთვის არის 30-35%-მდე, თუმცა ასეთ პროდუქტებზე შესაძლებელია, რომ გაცილებით მაღალიც იყოს“, - აღნიშნა ანა გახარიამ.

ქსელურ მარკეტებში დაიწყო „სოციალური კალათების“ განთავსება და პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

პირველი ეტაპისთვის, სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში, ფასდაკლებით გაიყიდება 15 სახეობის სასურსათო პროდუქტი. სოციალურ კალათაში შედის: ფქვილი, ბრინჯი, შაქარი, წიწიბურა, ქათამი, ტკბილეული, მაკარონი, რძის ნაწარმი და სხვა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი.

imedinews.ge 

გამოგვყევით