2026 წლის სამ თვეში ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით 634 მილიონი ლარი დაუბრუნდა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, გასულ წელს კერძო სექტორში საგადასახადო ზედმეტობის სახით, 2,7 მილიარდი ლარი დაბრუნდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით, ანუ 175 მილიონით მეტი იყო.
2020 წლიდან მოყოლებული ბიზნესისთვის დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებული თანხების მოცულობა ყოველწლიური ზრდის დინამიკას აჩვენებს.
ცნობისთვის, გადასახადის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა, 2020 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე.