logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ROOTS COFFEE AND MORE თბილისში ახალ ფილიალს ხსნის

ROOTS COFFEE AND MORE თბილისში ახალ ფილიალს ხსნის

1779087540

1 წელი ბაზარზე და კიდევ ერთი ახალი ფილიალი - ROOTS COFFEE AND MORE მაისში 1 წლის იუბილეს აღნიშნავს და ახალ ფილიალს მთაწმინდაზე ხსნის.

როგორც ROOTS COFFEE AND MORE-ის კრეატიულმა დირექტორმა ნინჩო ჭანტურიამ განაცხადა, 2025 წელი ბრენდისთვის განვითარებისა და აღმოჩენების პერიოდი იყო, ხოლო 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესოდ დაიწყო.

მისი თქმით, ბრენდის ახალი ფილიალის გახსნა კომპანიისთვის უბრალო გაფართოება კი არ არის, არამედ ბრენდის ფილოსოფიის ახალ სივრცეში გადატანაა. ბიზნესის დინამიკაზე საუბრისას ნინჩო ჭანტურიამ განაცხადა, რომ განვითარების ტემპი ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა და მოსალოდნელ პროგნოზებს გასცდა.

მანვე აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი სიამაყის საფუძველი ისაა, რომ ეს ზრდა ყოველგვარი რეკლამის გარეშე განხორციელდა - ბრენდი ადამიანებმა word-of-mouth-ის საშუალებით გაიცნეს. 

"ჩანაფიქრი იყო, შეგვექმნა სოციალიზაციისა და შეხვედრების ადგილი ადამიანებისთვის. დღეს კი ზუსტად ასე ვპოზიციონირდებით ჩვენი მომხმარებლებისთვის. სწორედ ამიტომ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვქმნით თითოეულ პროდუქტსა თუ სიახლეს", - აღნიშნა მან.

კომპანიის განვითარების მიმართულებებზე საუბრისას ნინჩო ჭანტურიამ ხაზი გაუსვა, რომ ROOTS COFFEE AND MORE-ის წარმატების მთავარი მიზეზი გუნდია. მისივე ინფორმაციით, თითოეულ პროდუქტს, თითოეულ დეტალს საკუთარი ხელებით ქმნიან და მასში სულსა და გულს დებენ.

"Roots-ის პრიორიტეტი უცვლელია - გუნდი, ხარისხი, ემოცია. საუკეთესო ყავა, კულტურა, გუნდი, შეფუთვა. სწორედ ეს არის ROOTS COFFEE AND MORE-ის მთავარი განმასხვავებელი. ბრენდი დღეს ჩამოყალიბდა როგორც კულტურა, community,  რომელსაც სწორედ ლოიალური მომხმარებლები. ეს კი ბრენდს ლოკალური და რეგიონალური გაფართოების პოტენციალს აძლევს", - აცხადებს ნინჩო ჭანტურია.



გამოგვყევით