logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Europe 2026-ში მონაწილეობს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Europe 2026-ში მონაწილეობს

1779088950

18-20 მაისს, იტალიის ქალაქ რიმინიში საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 იმართება. რიგით მე-20 ყოველწლიურ ფორუმში ევროპის 65-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტი წამყვანი ავიაკომპანიისა და აეროპორტის წარმომადგენელი მონაწილეობს. დაგეგმილია 5000-ზე მეტი პირისპირ შეხვედრა.

საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს. რიმინიში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სტენდით იქნება წარმოდგენილი, თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-სთან თანამშრომლობით.

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც ბაზარზე მოქმედ ავიაკომპანიებთან, ისე პოტენციურ პარტნიორებსა და აეროპორტებთან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს სამივე სერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებსა და განვითარების პოტენციალს გააცნობს.

ჯამში, აეროპორტების გაერთიანების გუნდს Routes Europe 2026-ზე 45-მდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ახალი ბაზრების ათვისებაზე, არსებული ბაზრების დივერსიფიკაციასა და საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის სექტორების განვითარების შესაძლებლობებზე.

ფორუმის ფარგლებში ასევე განიხილება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე ინდუსტრიის განვითარების თანამედროვე ტენდენციები.

გამოგვყევით