logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შორენა პატარიძე: რაჭა ვერ გამოვიდა სუბსიდიის სქემიდან, ეს ყველაზე მტკივნეული თემაა

„ყველაზე დიდი პრობლემა დღეს და გამოწვევა ჩემთვის არის ის, რომ რაჭა ვერ გამოვიდა სუბსიდიის სქემიდან. ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა“, - ამის შესახებ „პატარიძეების რაჭული“-ს დამფუძნებელმა შორენა პატარიძემ „ღამის ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, საჭიროა რაჭაში ყურძნის ადგილზე გადამუშავების წახალისება. 

„საქართველოს მეღვინეობა - მევენახეობაში კახეთს უჭირავს ძალიან დიდი პროცენტული წილი. კახეთმა რაღაცნაირად, ალბათ, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ მცირე რეგიონებზე. ვფიქრობ, რომ თუ მთელი სქემა და მიდგომა არ შეიცვალა რაჭისადმი და ამ რეგიონებისადმი, ჩვენ მუდმივად ვიქნებით სუბსიდიაზე და ვერასდროს გამოვალთ ამ სქემიდან.

ვთვლი, რომ რაჭის რეგიონიდან არ უნდა იყოს ყურძენი შესყიდული სხვა რეგიონებისგან და უნდა იყოს წახალისებული რაჭაში ყურძნის ადგილზე გადამუშავება. მესმის რომ კახელ მეღვინეებს არ უნდათ ღვინო მასალა იყიდონ რაჭის მეღვინეებისგან, მაგრამ  უბრალოდ გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს აუცილებელი მომენტია, რომელიც რაღაც შეღავათს მოგვცემს. რაჭაში არ არის გაშენებული ვენახები, რომლებსაც მექანიზაციით ამუშვებენ, ახლაც ხელით ამუშავებენ და ძალიან ძვირია ამ ვენახების შენახვა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა შორენა პატარიძემ

გამოგვყევით