logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა"

"გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა"

1788767709

„ჩვენთვის შავი ზღვა შუა დერეფნის დასასრული არ არის - ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) გახსნა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.

„სწორედ ამ გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ამ შესაძლებლობას თანმიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკით ვპასუხობთ. ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას“, - განაცხადა მინისტრმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, ამ ხედვის შესაბამისად, ხელისუფლება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. 

გამოგვყევით