logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ბანკი x Emolas Corporation - ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება

საქართველოს ბანკი x Emolas Corporation - ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება

1788522929

საქართველოს ბანკი ემიგრანტების მხარდაჭერას აგრძელებს და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის კულტურული ღონისძიებების ახალ სერიას აანონსებს. თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და კონცერტი გაიმართა, მათ შორის სამეფო უბნის თეატრის გასტროლი ნიუ-იორკში.

ამჯერად, 2026–2027 წლების კულტურული სეზონი Georgia is the Great სახელწოდებით გაიმართება. ის აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის ღონისძიებებს - მუსიკას, თეატრს, კლასიკურ და თანამედროვე ხელოვნებას, ელექტრონულ მუსიკასა და ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებას.

ახალი სეზონი 9 ოქტომბერს ნიუ-იორკში, Sony Hall-ში, Worth the Wait ღონისძიებით გაიხსნება, 11 ოქტომბერს კი ფილადელფიაში, Fabrika-ში გაგრძელდება. საღამოს მთავარი სიურპრიზი ქართველი არტისტის ამერიკულ სცენაზე გამოჩენა იქნება, რომლის ვინაობასაც ორგანიზატორები ღონისძიებამდე არ ამხელენ.

17-18 ოქტომბერს ბრუკლინში, 1896-ის სივრცეში, ორდღიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - EZO Festival გაიმართება. საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის ფესტივალის ბილეთებზე სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს 10 სექტემბრამდე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ქართული მუსიკისა და კინოს მოყვარულებს განსაკუთრებული საღამო ელოდებათ 29 ნოემბერს, ნიუ-იორკის The Town Hall-ში, სადაც ნიკოლოზ რაჭველი:Memory Card ღონისძიება გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი და გიორგი უშიკიშვილი;

2027 წლის 10 თებერვალს, კარნეგი ჰოლის სცენაზე ნინო სურგულაძის  და ჯონათან ტეტელმანის ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი  გალა კონცერტი გაიმართება, რომელსაც კონსტანტინე ორბელიანი უდირიჟორებს.

ქართული კულტურის ახალი სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლია - 16-18 აპრილს ნიუ-იორკის Lincoln Center-ის David H. Koch Theater-ში მაყურებელი გედების ტბას იხილავს.

სეზონის პროგრამას კი დაასრულებს  გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი პროექტი - Georgian on My Mind. ღონისძიება 23 აპრილს ნიუ იორკში - The Appel Room, Jazz at Lincoln Center-ში, ხოლო 25 აპრილს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის არხებს და არ გამოგრჩეთ Georgia is the Great-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბილეთების შეძენისას სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეეძლებათ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას, ქართველი არტისტების მსოფლიო სცენებზე წარმოჩენასა და აშშ-ში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კულტურული კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სხვადასხვა ფინანსური, კულტურული და სოციალური ინიციატივა ხორციელდება.

გამოგვყევით