„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 2026 წლის პირველი 8 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ფოთის საზღვაო ნავსადგურში როგორც საკონტეინერო, ისე გენერალური და საბორნე ტვირთების ნაკადის ზრდა დაფიქსირდა.მთავარი სტატისტიკური მაჩვენებლები (2026 წლის 8 თვე):
- საკონტეინერო გადაზიდვები: ჯამში დამუშავდა 464,605 TEU კონტეინერი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5%-ით მეტია. წლის განმავლობაში პიკური მაჩვენებელი ივლისში დაფიქსირდა - 65,759 TEU.
- მიღებული გემების რაოდენობა: ნავსადგურმა 8 თვეში 291 საკონტეინერო გემი მიიღო (2025 წლის 8 თვეში - 239 გემი). მათგან მხოლოდ აგვისტოს თვეში - 38 გემი.
- გენერალური ტვირთები: დამუშავდა 297,361 ტონა გენერალური ტვირთი, რაც წინა წელთან შედარებით 55%-იან ზრდას წარმოადგენს.
- საბორნე გადაზიდვები: საბორნე გემებით მიღებული ტვირთის მოცულობამ 143,454 ტონა შეადგინა (2025 წლის 8 თვეში - 113,060 ტონა).
რეკორდულად დატვირთული ზაფხული2026 წლის ზაფხულის სეზონი ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა. ივნისი-ივლისი-აგვისტოს პერიოდში ტვირთბრუნვამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა გასული წლის ზაფხულის მაჩვენებლებს:
| ტვირთის ტიპი | 2025 წლის ზაფხული | 2026 წლის ზაფხული |
| საკონტეინერო (TEU) | 176,272 | 187,524 |
| გენერალური ტვირთი (ტონა) | 62,733 | 136,504 |