logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 662 აბი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 662 აბი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

1778917895

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად,  საერთო ჯამში, 662 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინის“ შემცველი მედიკამენტი იქნა აღმოჩენილი.

აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის  261-ე და  263-ე მუხლებით ახორციელებს.

გამოგვყევით