საქართველოში ახალი, 220 კილოვატი სიმძლავრის ქვესადგური -„ურბნისი“ აშენდება. პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით განხორციელდება.
ქვესადგური ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ინტეგრაციას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში კომპანიები საკუთარი ხარჯებით სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობას შეიძენენ, ხოლო ქვესადგურის პროექტირებას, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს.
ქვესადგური „ურბნისის“ მშენებლობა 2027 წლის დეკემბერში დასრულდება.
„ეს არის კერძო და საჯარო სექტორის უპრეცედენტო თანამშრომლობის მოდელი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ურბნისის ქვესადგურის ერთობლივი მშენებლობა. შედეგად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 20 მილიონამდე ლარს დაზოგავს,“- განაცხადა სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა.
ქვესადგურის „ურბნისის“ მშენებლობის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, ენერგოსისტემის საიმედოობის გაძლიერებასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას.