logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ჰანტავირუსის ვაქცინის შექმნის შესახებ Moderna-ს განცხადებამ კომპანიის აქციების ზრდა გამოიწვია

ჰანტავირუსის ვაქცინის შექმნის შესახებ Moderna-ს განცხადებამ კომპანიის აქციების ზრდა გამოიწვია

1778764107

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Moderna-ს აქციები იზრდება. ეს ტენდენცია მას შემდეგ დაიწყო, როცა კომპანიამ ჰანტავირუსის ვაქცინების კვლევის დაწყების შესახებ განაცხადა.

Bloomberg-ის თანახმად, საკრუიზო გემ MV Hondius-ზე ჰანტავირუსის აფეთქებით გამოწვეული შეშფოთების ფონზე, Moderna-მ განაცხადა, რომ ჰანტავირუსის ვაქცინის წინასწარ კვლევას ატარებს. როგორც ამბობენ, კომპანიის კვლევები ჯერ კიდევ ვირუსის აფეთქებამდე დაიწყო. CNBC-ის ცნობით, Moderna-ს აქციები დაახლოებით 6 პროცენტით გაიზარდა. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Moderna-ს კვლევები „ადრეულ ეტაპზეა და გრძელდება, რაც ასახავს Moderna-ს უფრო ფართო პასუხისმგებლობას, შეიმუშაოს კონტრზომები ახალი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ“.

კომპანიის წყარომ The Independent-ს განუცხადა: „Moderna-მ, ამ პათოგენების მიმდინარე რეგიონული ზემოქმედების გათვალისწინებით, ჩაატარა ჰანტავირუსებზე კლინიკური კვლევები აშშ-ის არმიის ინფექციური დაავადებების სამედიცინო კვლევით ინსტიტუტთან (USAMRIID) თანამშრომლობით“.

ცნობისთვის: ჰოლანდიის დროშის ქვეშ მცურავი სამგზავრო გემი MV HONDIUS არგენტინის უშუაიას პორტიდან 1 აპრილს გავიდა. მძიმე სიმპტომებით 3 მგზავრის გარდაცვალების შემდეგ ჯანმო-სა და ესპანეთს შორის მოლაპარაკებების შედეგად, 5 მაისს გადაწყდა, რომ MV HONDIUS-ს მგზავრების გადმოსაყვანად ტენერიფეში ჩაიყვანდნენ.

ჯანმო ამ ვირუსის გამო პანდემიის დაწყების საფრთხეს მინიმალურად აფასებს. 

jandacva.ge

გამოგვყევით