logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ზაფხულის პერიოდში ტურისტების 20-30%-იან ზრდას ველით" - "კერა"

ჯერჯერობით 1 წელი არ შეგვსრულებია, თუმცა ამჟამად იმდენად დიდი ტურისტული დატვირთულობა გვაქვს, რომ როგორც წინა წლის აგვისტოში ვმუშაობდით ახლა იგივე მაჩვენებლებით ვმუშაობთ, -  ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა რევაზ ჯანელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, კომპლექსის სტუმრების 20-30% ევროპელები არიან, ხოლო დანარჩენი წილი ძველი დსთ-ს ქვეყნებზე მოდის. 

"ჩვენ ივნისში აეროპორტიდან უფასო ტრანსფერებს ვიწყებთ. ტურისტული კომპანიების ცნობით, ძალიან მაღალი ინტერესია ჩვენი რეგიონის მიმართ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ითვლება და 20-30%-ით მეტ ტურისტს ელოდებიან. შესაბამისად ჩვენც ასეთ მზარდ დატვირთვას ველოდებით. 

აღსანიშნავია, რომ წინასწარი ჯავშნებიც ზაფხულის პერიოდზე აქტიურად შემოდის და მათი უმრავლესობა უცხოეთიდან არის", -   აცხადებს რევაზ ჯანელიძე.

მანვე აღნიშნა, რომ "კერა" საკმაოდ აქტიურად სტუმრობს სკოლის ექსკურსიებს და ძალიან დიდი ინტერესია ადგილობრივი ტურისტების მხრიდანაც. 

ამასთან, ტურისტული კომპლექსი სამომავლოდ აგროტურიზმის სასწავლო კუთხით განვითარებას გეგმავს, რაც მოიაზრებს შაბათ-კვირის სკოლის დამატებას ან სხვა აქტივობებს. 

ცნობისთვის, აგროტურისტული სივრცე წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. "ჰერბიამ" აგროტურისტულ საქმიანობის დაწყების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, ხოლო ტურისტულ ობიექტზე მუშაობა მანამდე, 2 წლით ადრე დაიწყო. სასტუმრო 12  ნომრიანია და ჯამში 30-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. 

გამოგვყევით