ელექტრომობილებზე გაკეთებული ფსონი Honda-სთვის მარცხით დასრულდა. იაპონურმა ავტოგიგანტმა 70 წლის განმავლობაში პირველად, წლიური ზარალი დააფიქსირა.
ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით, კომპანიამ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, 423 მილიარდი იენის, ანუ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის საოპერაციო ზარალი მიიღო. მიზეზი ელექტრომობილებზე იმაზე დაბალი მოთხოვნაა, ვიდრე ავტოკომპანიები რამდენიმე წლის წინ პროგნოზირებდნენ. შედეგად, Honda ელექტრომობილების გარკვეულ პროექტებს აჩერებს, ცვლის წარმოების გეგმებს და ხარჯების შესამცირებლად, მიწოდების ჯაჭვს ჩინურ ბაზარზე გადაანაწილებს.
ფინანსურ ზეწოლას ამძაფრებს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაც. ელექტრომობილებზე საგადასახადო შეღავათების გაუქმებამ და იმპორტზე დაწესებულმა ტარიფებმა სექტორის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. კომპანია ახლა სტრატეგიას ცვლის და ფოკუსის გადატანას ჰიბრიდულ ავტომობილებზე, მოტოციკლების ბიზნესსა და ფინანსურ სერვისებზე გეგმავს.
ნია ბაკურაძე
ფოტო: BBC