logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებები სამშენებლო სექტორისთვის მართლაც რევოლუციურია" - რევაზ სოხაძე

უფრო სამართლიანი თამაშის წესები იქნება და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებები მართლაც რევოლუციურია ამ სექტორისთვის, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირების გამკაცრების საკითხი შეაფასა.

მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილებები სექტორს გააჯანსაღებს.

"ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა კერძო სექტორთან. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანაც და მიზანიც არის სექტორის გაჯანსაღება, რისთვისაც აუცილებელია, რომ კონტროლი გავაძლიეროთ, თუმცა შევუქმნათ კერძო კომპანიებს ის პირობები, რაც მათ უკეთესად ოპერირების საშუალებას მისცემს. 

აღნიშნული გადაწყვეტილებები შეეხება ახალი ფასების დადგენას და საბაზრო ფასებით სახელმწიფო ტენდერების გამოცხადებას. გარდა ამისა, ინდექსაციის საკითხს, რომელიც კომპანიებისთვის სერიოზული პრობლემა იყო. ვფიქრობთ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ინფრასტრუქტურის კუთხით სექტორს გააჯანსაღებს და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ხარისხიან პროდუქტს დროულად", - აცხადებს რევაზ სოხაძე.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა.

 

გამოგვყევით