logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შორენა პატარიძე: ის მოთხოვნები, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო უწესებს კომპანიას არ არის შეუსაბამო

„ის მოთხოვნები, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო უწესებს ადამიანს, თუ კომპანიას, რომელმაც უნდა გააშენოს ეს ვენახი, აბსოლუტურად არ არის შეუსაბამო“, ამის შესახებ „პატარიძეების რაჭული“-ს დამფუძნებელმა შორენა პატარიძემ “ღამის ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი გაუგებარია. 

„რატომ გამოიწვია ამ ახალმა რეგულაციამ აჟიოტაჟი, მართალი გითხრათ, არ მესმის. იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი აშენებს კომერციულ ვენახს, იმან გადასრევად უნდა იცოდეს რომელ საძირეზე უნდა იყოს ეს ნერგი დამყნობილი, როგორი ხარისხის უნდა იყოს. არ წარმომიდგენია, რომ ვინმე ჰექტრობით აშენებდეს კომერციულ ვენახს და მან არ აიღოს ნიადაგის ანალიზი. რეგულაცია თუ არის საჭირო მარნის ასაშენებლად, ნებართვა უნდა მივიღოთ მერიისგან და სახლის ასაშენებლად, ვენახი არაფრით განსხვავდება“, - განაცხადა შორენა პატარიძემ. 

ცნობისთვის, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებების მიხედვით, 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.

ცვლილებები წარმოადგენს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმის ნაწილს და მიზნად ისახავს ვენახების გაშენების პროცესის რეგულირებას. ვენახის ყველა პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი მოსავლის მიღებასა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას.

გამოგვყევით