ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით 19 მაისიდან შემცირდება. ეროვნული ბანკის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.
მარეგულირებლის მიერ ახალი სარეზერვო მოთხოვნების დაწესების შედეგად, ბანკებს საერთო ჯამში დაახლოებით 250 მილიონი დოლარი გამოუთავისუფლდებათ.
კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა გამოიანგარიშება სპეციალური ფორმულით, რომელიც დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელზეა დამოკიდებული.
გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის:
ა) 20%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი;
ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები;
გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
RR=10%+[(DR-40%)*(20%-10%)/(70%-40%)]
სადაც:
RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა;
DR არის ამ წესის შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი.
- ნარჩენივადიანობისმიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის:
ა) 15%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი;
ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები;
გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
RR=10%+[(DR-40%)*(15%-10%)/(70%-40%)]
სადაც:
RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა;
DR არის ამ წესის შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი.“.- წერია ბრძანებაში