logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

მილიარდიანი გარიგება მოდის ინდუსტრიაში: LVMH-ი ბრენდ Marc Jacobs-ს ყიდის

მილიარდიანი გარიგება მოდის ინდუსტრიაში: LVMH-ი ბრენდ Marc Jacobs-ს ყიდის

1778856300

Marc Jacobs შესაძლოა ახალი მფლობელის ხელში გადავიდეს -  გარიგების ღირებულება $850 მილიონიდან $1 მილარამდეა. 

ფრანგულმა ლუქს-გიგანტმა LVMH ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრენდს ამერიკულ კომპანია WHP Global-სა და G-III Apparel Group-ზე ერთობლივ ყიდის.

Reuters-ის ინფორმაციით, ორივე კომპანია დაახლოებით 425-425 მილიონ დოლარს დებს. რატომ ყიდის LVMH Marc Jacobs-ს? ეს გადაწყვეტილება LVMH-ის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია.

ბოლო წლებში ლუქს სექტორში მოთხოვნა შენელდა .გამოცემები წერენ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუქს ბრენდების ჯგუფი, ახლა ყურადღებას ყველაზე შემოსავლიან მეგაბრენდებზე ამახვილებს -მაგალითად: Louis Vuitton, Dior, Celine. ამ ფონზე LVMH უკვე დაემშვიდობა რამდენიმე შედარებით სუსტ აქტივსაც, მათ შორის Off-White-სა და Stella McCartney-ში საკუთარ წილს. WHP Global ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Vera Wang , rag & bone და G-STAR. კომპანია ძირითადად ბრენდების ლიცენზირებასა და მასობრივ გაფართოებაზე მუშაობს.

G-III Apparel Group კი ოპერაციულ ნაწილს ჩაიბარებს — საცალო გაყიდვებს, დიდი პარტიების მიმართულებას და ონლაინ კომერციას. დარჩება თუ არა Marc Jacobs ბრენდში? დიახ. თავად Marc Jacobs კრეატიულ დირექტორად რჩება. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან დიზაინერის სახელი ბრენდის იდენტობის მთავარი ნაწილია.

Jacobs-მა ბრენდი 1984 წელს შექმნა, ხოლო 1997-ში LVMH-მა საკონტროლო წილი იყიდა. იმავე წელს Jacobs გახდა Louis Vuitton-ის პირველი კრეატიული დირექტორი და მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დიზაინერად ჩამოყალიბდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მოდის ინდუსტრიისთვის? ეს გარიგება აჩვენებს, რომ ლუქს ინდუსტრია იცვლება: დიდი კონგლომერატები მხოლოდ ყველაზე მოგებიან ბრენდებზე კონცენტრირდებიან,  ბაზარი ცდილობს მოერგოს ეკონომიკურ გაურკვევლობასა და მომხმარებლის შეცვლილ ქცევას.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Marc Jacobs-ის გაყიდვა შესაძლოა სხვა fashion-ბრენდებისთვისაც სიგნალი გახდეს, რომ “დიდი სახელის” ქონა საკმარისი აღარ არის - დღეს მთავარი მასშტაბი და მომგებიანობაა.

თამარ გაზდელიანი 

გამოგვყევით