საქართველოს მასშტაბით გზებზე 8 886 ვიდეო კამერაა განთავსებული. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა - 6 371 ზოგადი ხედვის, ხოლო 2 515 ავტომობილის ნომრის ამომცნობია. ასეთია შსს-ს 2025 წლის 31 დეკემბრის სტატისტიკა.
უწყების ინფორმაციით, ყველაზე დიდი რაოდენობით ვიდეოკამერები თბილისშია დამონტაჟებული.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოკამერების რაოდენობა გასულ წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 552 ერთეულითაა გაზრდილი. 2024 წელს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 8 334 ვიდეოკამერა იყო განთავსებული.