Burger King-ი ბოლო დღეებში fast-food ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა - კომპანიამ აშშ-ში გაყიდვები 5.8%-ით გაზარდა, რაც ბოლო 9 კვარტლის საუკეთესო შედეგია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბრენდმა პირდაპირ დაიწყო ბაზრის წილის წართმევა McDonald’s-ისგან.
კომპანიის წარმატების მთავარი მიზეზი განახლებული Whopper-ია. Burger King-მა რეცეპტი შეცვალა, გააუმჯობესა ინგრედიენტები და კამპანია TikTok-სა და სოციალურ მედიაში გადაიტანა. ბრენდის პრეზიდენტი ტომ კერტისი სპეციალურად მომხმარებლებს უკავშირდებოდა, მათ უკუკავშირს ისმენდა და ეს კამპანია ვირუსულად გავრცელდა.
ამავე პერიოდში McDonald’s ცდილობს მომხმარებლების შენარჩუნებას დაბალფასიანი მენიუებითა და ახალი Big Arch ბურგერით, თუმცა ბაზარზე უკვე საუბრობენ, რომ Burger King-ის “turnaround strategy” ბევრად ეფექტური აღმოჩნდა.
თამარ გაზდელიანი
ფოტო:WSJ