logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გურია ფიშ ფარმინგი" 2027 წელს წარმადობას აორმაგებს - ინვესტიცია ₾15 მლნ იქნება

"გურია ფიშ ფარმინგი" 2027 წელს წარმადობას აორმაგებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, განვითარების შემდეგი ეტაპის ინვესტიცია 15 მილიონი ლარი იქნება. 

მისივე ინფორმაციით, წარმადობის ზრდასთან ერთად კომპანია ასორტიმენტს გააფართოებს.

"ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის 100% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. სამომავლოდ, წარმადობის გაორმაგების შემდეგ შესაძლოა ვიფიქროთ ექსპორტზეც, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ყაზახეთი, აზერბაიჯანი და ასევე, საამიროები.

ვფიქრობთ, რომ ექსპორტზე ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 25% გაიყიდება, რადგან უცხოურ ბაზრებზე დავფიქსირდეთ და შემდეგ უფრო მეტად გავაფართოოთ უცხოური ბაზრები.

გარდა ამისა, ვფიქრობთ, ახალი პროდუქციის დამატებას, მათ შორის, შებოლილი ორაგულის და ა.შ. აღნიშნული პროექტის განხორციელებას 2027 წლის დაახლოებით, მეოთხე კვარტალში დავიწყებთ", - აცხადებს გიორგი ჩხაიძე.

შეგახსენებთ, კომპანია „გურია ფიშ ფარმინგი" გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.

გამოგვყევით