2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით,კრედიტინფოს ბაზაში მოცემული საკრედიტო ვალდებულებების ჯამური ოდენობა 78 მლრდ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 0.85%-ით მეტია 2026 წლის მარტის მონაცემებზე.
"კრედიტინფო საქართველოს" მონაცემებით, ვადაგადაცილება ჯამში 375 000 ფიზიკურ პირს უფიქსირდება. მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 3%-ით მეტია. გასულ წლის აპრილის მდგომარეობით ვადაგადაცილებული კრედიტი 365 000-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა.
ვადაგადაცილებების მიმართულებით, ყველაზე მაღალი რისკიანობით სამომხმარებლო სესხები გამოირჩევა, რასაც მოსდევს ოვერდრაფტები და სალომბარდე სესხები.