ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებში.
აღნიშნულ რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 18 მაისიდან 17 ივნისამდე საშუალება აქვთ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ განაცხადები, რომელთაც სპეციალურად პროგრამისთვის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
2026 წელს საგრანტო პროგრამა უკვე ჩატარდა აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში და ჯამში 15 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/Fskxn