logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

საქართველოში საწვავის იმპორტი შემცირდა

საქართველოში საწვავის იმპორტი შემცირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში, ქვეყანაში 54,1 ათასი ტონა ბენზინი იმპორტირდა, რაც მარტის თვის მაჩვენებელთან (72,5 ათასი ტონა) შედარებით 18,4 ათასი ტონით, ანუ 25,4%-ით ნაკლებია. რაც შეეხება კლებას წლიურ ჭრილში - გასული წლის აპრილთან შედარებით, ბენზინის იმპორტი 4,7%-ით შემცირდა.

კლება ფიქსირდება დიზელთან მიმართებითაც. ასევე 2026 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში 39,3 ათასი ტონა დიზელი შემოვიდა, რაც მარტის თვის მაჩვენებელთან (45,9 ათასი ტონა) შედარებით 6,6 ათასი ტონით, ანუ 14,4%-ით შემცირებული მონაცემია. წლიურ ჭრილში კი, იმპორტის მაჩვენებლებში კლება, თითქმის, 20%-ს უტოლდება. კერძოდ, 2025 წლის აპრილში, საქართველოში 49 ათასი ტონა დიზელი იმპორტირდა, რაც 9,7 ათასი ტონით, ანუ 19,8%-ით აღემატება წლევანდელი წლის მონაცემს.

აღსანიშნავია, 2026 წლის იანვარ-აპრილის თვეების მდგომარეობით, ქვეყანაში ჯამურად 430.1 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა. ეს მონაცემიც, თითქმის, 5%-ით ჩამორჩება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

გამოგვყევით