logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბიზნესებმა და მათ, ვისაც მაინერის დადგმა სურთ, ელექტროენერგიის გადასახადი უნდა გადაიხადონ" - მესტიის მერი

მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გადასახადის საკითხი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია ე.წ. ბიტკოინის აპარატების მიერ გაზრდილი ენერგომოხმარება და აუცილებელია, რომ ბიზნესებმა და მათ, ვისაც მაინერის (სპეციალური კომპიუტერული მოწყობილობა, რომელიც კრიპტოვალუტის (მაგალითად, Bitcoin) გამომუშავებისთვის გამოიყენება) დადგმა სურს, დენის საფასურის გადახდა დაიწყონ.

"ელექტროენერგიის გადასახადის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ მაინერების მუშაობით გამოწვეული ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება დასტაბილურდება. ბიზნესებმა დენის გადასახადის ნაწილობრივ გადახდა მაინც უნდა დაიწყონ. ამას თუ ჩვენ მოვახერხებთ, შემდეგ უკვე კარგად გვექნება საქმე. მოსახლეობასთან დეპუტატთან ერთად ყოველ შეხვედრაზე გვაქვს აღნიშნულ საკითხზე საუბარი და ვეღარ გავურბივართ იმას რაც სიმართლეა. აუცილებელია ბიზნესებმა გადასახადი გადაიხადონ, სოციალურს ჩვენ ვუფინანსებთ და ვისაც მაინერის დადგმა უნდა მათაც უნდა გადაიხადონ. 

ჩვენ ვამუშავებთ სტრატეგიას, რომელიც შემდეგ რეგიონალური განვითარების სამინისტროს გადაეცემა და შესაბამისად, დამტკიცების შემდეგ არა მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადის საკითხი, არამედ მთლიანად ენერგოპოლიტიკა დამტკიცდება. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ენერგორესურსებზე კონცეფციის შემუშავებაა", - აცხადებს კახა ჟორჟოლიანი. 

გამოგვყევით