logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"მუსიკა ახლა ისეთივე აქტივია, როგორც უძრავი ქონება ან ტექნოლოგიები" - ინდუსტრიის ახალი ფინანსური რეალობა

"მუსიკა ახლა ისეთივე აქტივია, როგორც უძრავი ქონება ან ტექნოლოგიები" - ინდუსტრიის ახალი ფინანსური რეალობა

1779200460

მუსიკალური ინდუსტრია დღეს უკვე მხოლოდ შოუბიზნესი აღარ არის — ის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საინვესტიციო სექტორად იქცა.

ბოლო დღეებში ნიუ-იორკში გამართულ Amplify Music Investment Summit-ზე მსოფლიოს წამყვანი ფინანსური და მუსიკალური კომპანიების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ მუსიკა ახლა ისეთივე აქტივია, როგორიც უძრავი ქონება ან ტექნოლოგიური ბიზნესი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნურ ინტელექტს. Warner Music Group-ის ხელმძღვანელმა Robert Kyncl-მა განაცხადა, რომ მუსიკალური ინდუსტრია AI-ს წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს, რადგან ეს ტექნოლოგია შესაძლოა სექტორისთვის „უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობა“ გახდეს.

მისი თქმით, თუ ინდუსტრია კვლავ ნელა იმოქმედებს, როგორც ეს ინტერნეტის ეპოქის დასაწყისში მოხდა, ბაზარი მილიარდობით დოლარს დაკარგავს. სამიტზე მთავარი თემა ასევე იყო მუსიკალური კატალოგების ყიდვა-გაყიდვა. ინვესტორები დღეს ცნობილ არტისტების სიმღერებს სტაბილურ შემოსავლის წყაროდ განიხილავენ, რადგან სტრიმინგ პლატფორმებზე ძველი ჰიტები მუდმივად უსმენენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ იზრდება მუსიკალური უფლებების ფასი და ბაზარზე მილიარდიანი გარიგებები აქტიურდება.

თამარ გაზდელიანი 

გამოგვყევით