logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წლის უმსხვილეს ბიზნესპროექტად ყალიბდება - Forbes

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წლის უმსხვილეს ბიზნესპროექტად ყალიბდება - Forbes

1779371619

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სპორტული მოვლენის ფარგლებს სცდება და უკვე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბიზნესპროექტად ყალიბდება.

Forbes-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ბრენდები ჩემპიონატის ირგვლივ მრავალმილიარდიან მარკეტინგულ კამპანიებს ამზადებენ, რათა ფეხბურთის გულშემატკივრების უზარმაზარი აუდიტორია ერთგულება მომხმარებლებად აქციონ.

გამოცემა წერს, რომ განსაკუთრებულად აქტიურობენ საკვები და სასმელების ბრენდები. PepsiCo-ს Lay’s, Michelob Ultra, McDonald’s და სხვა კომპანიები მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალურ შეფუთვებს, სარეკლამო კამპანიებსა და გულშემატკივრებზე მორგებულ აქციებს ამზადებენ. Forbes-ის შეფასებით, მსოფლიო ჩემპიონატი ბრენდებისთვის „სუპერ ბოულზე ბევრად დიდი გლობალური პლატფორმაა“, რადგან მას მილიარდობით მაყურებელი ჰყავს.

FIFA-მ პარტნიორების წრე კიდევ უფრო გააფართოვა და თანამშრომლობა დაიწყო streetwear ბრენდებთან, ტექნოლოგიურ და gaming კომპანიებთანაც. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2026 წლის ჩემპიონატი არა მხოლოდ სპორტული, არამედ საცალო ვაჭრობის, რეკლამისა და გართობის ინდუსტრიის მთავარი ეკონომიკური მოვლენა იქნება.

თამარ გაზდელიანი 

გამოგვყევით