logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ისტორიული როტაცია მოდის ბაზარზე - Zara-მ Nike უკან ჩამოიტოვა და პირველი ადგილი დაიკავა

ისტორიული როტაცია მოდის ბაზარზე - Zara-მ Nike უკან ჩამოიტოვა და პირველი ადგილი დაიკავა

1779344280

ბოლო დღეების განმავლობაში, მოდის ინდუსტრიაში,  ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ამბავი გახდა ის, რომ Zara-მ Nike გადაასწრო და მსოფლიოში ყველაზე ღირებული mass-market fashion ბრენდი გახდა.

Kantar BrandZ-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, Zara-ს ბრენდის ღირებულება დაახლოებით 44 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 18%-იანი ზრდაა, მაშინ როცა Nike-ის შეფასება შემცირდა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Zara-მ წარმატებას რამდენიმე ფაქტორის გამო მიაღწია -  პირველ რიგში,  სწრაფი რეაგირება ტრენდებზე, შედარებით ხელმისაწვდომი ფასები,ონლაინ გაყიდვების გაძლიერება და მომხმარებლის სწრაფი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამის პარალელურად Nike-ს ბოლო პერიოდში პრობლემები შეექმნა -  შენელდა გაყიდვები, გაიზარდა კონკურენცია ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა Adidas-ი და Asics-ი.

გარდა ამისა, მომხმარებლის ნაწილი ე.წ lifstyle- fashion-ზე გადავიდა.ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს კონკურენცია აღარ არის — ეს უკვე იმის მაჩვენებელია, როგორ იცვლება მსოფლიო მოდის ბაზარი. სპორტული ტანსაცმლის გიგანტების ნაცვლად, მომხმარებლის ნაწილი ახლა სწრაფ და მუდმივად განახლებად მოდას ანიჭებს უპირატესობას.

ამავე პერიოდში Zara-მ კიდევ ერთი ხმაურიანი ნაბიჯიც გადადგა — ბრენდმა Bad Bunny-სთან კოლაბორაცია დააანონსა, რაც სოციალურ ქსელებში უკვე დიდი განხილვის თემაა. კოლექცია ოფიციალურად 21 მაისს, დღეს გამოვა.

თამარ გაზდელიანი 

გამოგვყევით