ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, პირველ მოადგილესთან, პაატა კილაძესთან ერთად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ლუაშვილი წარუდგინა.
იგი ფლობს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. აქვს საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ - 2015-2018 წლებში, მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, გლდანი-ნაძალადევის რაიონის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2018-2025 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი. 2025-2026 წლებში, იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას.
მიხეილ მაღლაკელიძემ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ბუბუტეიშვილი, ასევე საგადასახადო დეპარტამენტის
უფროსის მოადგილეები - გიორგი ახვლედიანი, ნუგზარ წულიკიძე, შოთა კაკაბაძე და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.