logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

თბილისის 160-ე საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

თბილისის 160-ე საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

1779357840

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, თბილისის 160-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება იყო.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობის, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და იმ ყოველდღიური ქმედებების შესახებ, რომლებიც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვის პროცესში თითოეული ადამიანის როლსა და საერთო პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ასევე, განხილული იყო ახალგაზრდების ჩართულობისა და გარემოსდაცვითი ინიციატივების მნიშვნელობა, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თავადაც შეიტანონ წვლილი გარემოს დაცვის საქმეში.

ტრენინგი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა დისკუსიებსა და პრაქტიკულ აქტივობებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები, დაესვათ კითხვები და ემსჯელათ გარემოსდაცვით გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

გამოგვყევით