logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

IG Development Georgia წერეთელზე სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავს - ინვესტიცია $350 მლნ-მდეა

თბილისში, წერეთლის გამზირზე ახალი მულტიფუნქციური სივრცის გახსნა იგეგმება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300-დან 350 მილიონ  დოლარამდეა.

როგორც  მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანია IG Development Georgia-ის ფინანსურმა დირექტორმა  ლაშა კახიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, ჯამში 60 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, რეკრეაციული სივრცე, სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, საოფისე ფართები და სხვა დამხმარე შენობა ნაგებობები განთავსდება.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს,  მშენებლობა კი მომავალ წელს დაიწყება.  წინასწარი გათვლებით კომპანია მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას სამწლიან ვადაში დაასრულებს. 

"ეს საკმაოდ დიდი და ამბიციური პროექტია, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სრულ ტრანსფორმაციას გამოიწვევს. დაახლოებით სამ წელში ნახავთ როგორ შეიცვლება წერეთლის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორიები. ეს იქნება პროექტი ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცით,  რაც კი ქვეყანას უნახავს.  მხოლოდ ეს რაიონი იყო თბილისში დარჩენილი სადაც სავაჭრო ცენტრების ნაკლებობა იყო.  მომავალი წლიდან აქტიური მშენებლობის ფაზაზე გადავალთ,"-აღნიშნა ლაშა კახიშვილმა. 

გამოგვყევით