logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლიზინგის პორტფელის ჯამური მოცულობა ₾936 მლნ-ია

სალიზინგო სექტორის ფინანსური მონაცემები უმჯობესდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბაზრის ზომა 30%-ით გაიზარდა.

სალიზინგო კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით,  ლიზინგის პორტფელის ჯამური მოცულობა 936 მილიონი ლარია.

"პირველი კვარტალი ჩვენს ეკონომიკაში შედარებით პასიურად ითვლება, თუმცა ტრენდი პოზიტიურია. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელი ამ მიმართულებით დრამატული ზრდის წელი იყო და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა სექტორმა,"-აღნიშნა გვანცა გვიჩიამ.

მისივე თქმით, სალიზინგო სექტორში დაბალი ცნობადობა კვლავ გამოწვევად რჩება. 

"ლიზინგი არ არის სტანდარტული ფინანსური პროდუქტი და მას არ აქვს მაღალი ცნობადობა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ეს პროდუქტი განსაკუთრებით  საინტერესოა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მათ ლიზინგით  ძირითადი საშუალებების განახლების შესაძლებლობა ეძლევათ"-აღნიშნა გვანცა გვიჩიამ.

სალიზინგო კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ბაზარზე ხუთი სალიზინგო კომპანია ოპერირებს. 

გამოგვყევით