logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავამ კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1779461379

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც საქართველოს საბანკო ასოციაცია / Banking Association of Georgia-ის მიერ იყო ორგანიზებული.

 საუბარი შეეხო საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს. მათ შორის, მხარეებმა 20-მდე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, რომელიც საბანკო ასოციაციამ ბანკებთან კონსულტაციის შედეგად მოამზადა.

 ნათია თურნავას განცხადებით, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს სებ-სა და ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინირებას და არსებულ გამოწვევებზე სწრაფ რეაგირებას, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მომხმარებელზე.

გამოგვყევით