logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"საქართველო აქტიურად უწყობს ხელს განახლებადი ენერგიის განვითარებას" - მარიამ ქვრივიშვილი

"საქართველო აქტიურად უწყობს ხელს განახლებადი ენერგიის განვითარებას" - მარიამ ქვრივიშვილი

1779452822

„ენერგიაზე მზარდი მოთხოვნა, გეოპოლიტიკური გამოწვევები, ბაზრის არასტაბილურობა და კლიმატთან დაკავშირებული ვალდებულებები მოითხოვს თანამშრომლობის გაძლიერებას, ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციას, ასევე მდგრადი და მოქნილი ენერგეტიკული სისტემების განვითარების დაჩქარებას“ -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში ბუნებრივი რესურსების სამიტზე - INRES 2026 ენერგეტიკის მინისტრთა პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ამ კონტექსტში საქართველო რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, ფართო ენერგეტიკულ უსაფრთხოების და დაკავშირებადობაში წვლილის შეტანის იდეის ერთგულია.

"სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, საქართველო განაგრძობს საიმედო სატრანზიტო და დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს.  საქართველო აქტიურად უწყობს ხელს განახლებადი ენერგიის განვითარებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ჰიდროენერგეტიკა ჩვენი განახლებადი ენერგიის წარმოების ხერხემალია,  ხოლო ქარისა და მზის პროექტები სწრაფად ვითარდება და სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოს შენარჩუნებაზე, რათა მხარი დაუჭიროს მწვანე ენერგეტიკის განვითარებას და განამტკიცოს გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტამბოლში გამართულ ბუნებრივი რესურსების  სამიტს, რომელიც  თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად  ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წამყვანი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სტამბოლში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

გამოგვყევით