logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

26 მაისს ღვინის ეროვნული სააგენტო ამბროლაურში კონცეფციით "საქართველო ღვინის სამშობლო" წარდგება

26 მაისს ღვინის ეროვნული სააგენტო ამბროლაურში კონცეფციით "საქართველო ღვინის სამშობლო" წარდგება

1779456303

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. ერთიორად სასიხარულა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო მასპინძლობს ჩვენს მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმში, სრულიად უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის კუთხეში. რეგიონის პოტენციალი ჯერ კიდევ ასათვისებელია და მას განვითარების დიდი რესურსი აქვს", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

26 მაისს, ქალაქ ამბროლაურში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საზეიმოდ მოწყობილ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა, სტუმრებს ადგილობრივი მეღვინეები და მეწარმეები უმასპინლებენ, ბავშვებისთვის მოეწყობა შემეცნებით-გასართობი სივრცე, გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

ტრადიციულად, 17:10 სთ-ზე,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება ანსამბლი "სულიკო" საქართველოს  ჰიმნს შეასრულებს.

"წლევანდელი წელი გამორჩეულია, რადგან ვზეიმობთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს. 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს"- აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღის ბოლოს გალაკონცერტით დასრულდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქ. რუსთავში და ქ. ფოთში გაიმართება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

გამოგვყევით