logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"არ გვყავს ისეთი კომპანია, რომლებსაც 500-600 მილიონიან ტენდერში მონაწილეობა შეუძლია" - ირაკლი გიორგობიანი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის  თქმით, საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობა ადგილობრივი კომპანიებისთვის დღესაც გამოწვევად რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მილიარდობით  ლარია ამ სექტორში დახარჯული, ჩვენ დღეს ქვეყანაში არ გვყავს ისეთი ძლიერი კომპანია, რომლებსაც 500-600 მილიონიან ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია, როგორც გამოცდილების კუთხით ისე ფინანსური შესაძლებლობებით. რაც პირდაპირი მაჩვენებელია იმის რომ სახელმწიფო არ დგამდა ქმედით ნაბიჯებს,  რომ ხელი შეეწყო ადგილობრივი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის,“-აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი ტენდერის დროს გამოცდილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებში ლიკვიდური სახსრების პრობლემაა.

„ჩვენი სექტორი რეალურ ეკონომიკაში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და ამ კუთხით, მეორე ადგილზეა. თუმცა ამ სექტორში არ ხდებოდა კაპიტალის ფორმირება.იმ მოგების გენერირება არ ხდებოდა, რაც ამ სექტორს დაეხმარებოდა განვითარებაში. დღესაც ლიკვიდობის პრობლემაა,“-აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა.

მისივე თქმით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტია განხორციელებული,  სადაც სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის არმატურის ფასების ცვლილებით, მილიონობით ლარის ზარალი აქვს კომპანიას მიღებული.

„ჩვენ გვახსოვს, რომ გასულ წლებში ლარის სტაბილურობა იყო მთავარი გამოწვევა. ლარის დევალვაციიდან გამოწვეულ რისკებსაც კომპანია იღებდა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თუ ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითებს შევხედავთ, მათ შორის ჩვენს რეგიონში, ეს სექტორი არის პრიორიტეტი, თურქეთია ამის კარგი მაგალითი სადაც ნებისმიერ სამშენებლო ტენდერში  თურქულ  კომპანიას აქვს 15%-იანი ფასის შეღავათი,“-აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა.

მისივე თქმით, სექტორში არის ძალიან მაღალი რისკი, რაც ხელს უშლის კაპიტალის შემოდინებას. 

გამოგვყევით