ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Lenovo-მ 2026 წელს შემოსავალი 27%-ით გაიზარდა და 21.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.
გამოცემის მიხედვით, ზრდის მთავარი მიზეზი პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების მკვეთრი მატება გახდა, რადგან მომხმარებლები ტექნიკის შეძენას ტარიფებისა და მეხსიერების ჩიპების გაძვირებამდე ცდილობენ.
კომპანიის წმინდა მოგება თითქმის ხუთჯერ გაიზარდა და 521 მილიონ დოლარს მიაღწია. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა AI-სერვერებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც — Lenovo ამბობს, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნა ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია.
ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Lenovo-ს აქციები ჰონგ-კონგის ბირჟაზე დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, რაც კომპანიისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საბაზრო რეაქციაა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Lenovo ცდილობს ტრადიციული PC-ბიზნესიდან უფრო ფართო AI-ეკოსისტემაში გადაინაცვლოს და კონკურენცია გაუწიოს ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან Dell და HP.
თამარ გაზდელიანი
ფოტო:Reuters