logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ საერთაშორისო საექსპერტო მისიას უმასპინძლა

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ საერთაშორისო საექსპერტო მისიას უმასპინძლა

1779449527

2026 წლის 18-20 მაისს, თბილისში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე ეროვნული პროექტის ფარგლებში, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ საერთაშორისო საექსპერტო მისიას უმასპინძლა.

მისიის მიზანს წარმოადგენდა რადიაციული ნარჩენების განთავსების სამარხთან დაკავშირებული ინფორმაციის შეფასების მექანიზმები, ანალიზი და სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავება. მისიის ფარგლებში ექსპერტებმა განიხილეს არსებული მონაცემები, სააგენტოს საქმიანობა, განხორციელებული პროექტები, ტექნიკური და ადამიანური რესურსები, ასევე ობიექტის ისტორიული და ტექნიკური ინფორმაცია.

საექსპერტო მისიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიმართულებით ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებასა და შემდგომი სამუშაოების დაგეგმვას, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

მისია განხორციელდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის ეროვნული პროექტის ფარგლებში.

გამოგვყევით