logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

1779804382

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ქალაქ რუსთავში მრავალფეროვან თემატურ აქტივობებს მართავს.

რუსთავის თავისუფლების მოედანზე მოწყობილი საგამოფენო სივრცე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ ზურაბ გოზალიშვილთან, ქ.  რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან,  ქ. რუსთავის საკრებულოს  თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

“საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო ქ. რუსთავში მოქალაქეებს მრავალფეროვანი პროგრამით მასპინძლობს. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას, დაესწრონ დეგუსტაციებს, კულტურულ და გასართობ აქტივობებს.” - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ .

ღონისძიებაზე წარმოდგენილია რუსთავის ისტორიული პავილიონი, სადაც გამოფენილია ქალაქში აღმოჩენილი ექსპონატების ასლები. რუსთავის ჭალის ტყესთან დაკავშირებით მოწყობილია საინფორმაციო კედელი, იმართება საბავშვო წარმოდგენები, ხოლო დღის განმავლობაში სცენაზე ადგილობრივი შემსრულებლები წარდგებიან. სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად მოწყობილია ფოტოზონები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ასევე იმართება ქალაქ ფოთში, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოსდაცვით და შემეცნებით აქტივობებს მართავს, და ქალაქ ამბროლაურში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის დეგუსტაციასა და კულტურულ-შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს სტუმრებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიებები იმართება კონცეფციით - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით აღინიშნება, ხოლო ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდება.

"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახალი შეთანხმებები ინვესტორებისთვის გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობას ქმნის" - ლევან ვეფხვაძე

"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახალი შეთანხმებები ინვესტორებისთვის გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობას ქმნის" - ლევან ვეფხვაძე

გამოგვყევით