logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"Tether-ის შემოსვლით საქართველო კრიპტოინდუსტრიაში ინტეგრირდება" - რატი მორჩილაძე

კომპანია Foresight Investment Group-ის დირექტორის, რატი მორჩილაძის შეფასებით, ქვეყანაში Tether-ის შემოსვლა და ლარში ე.წ. stablecoin-ის შექმნა ადასტურებს, რომ საქართველო გლობალური კრიპტოინდუსტრიის ნაწილი ხდება. თუმცა როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" რატი მორჩილაძემ აღნიშნა, ნებისმიერი ინვესტიციის დროს გარკვეული რისკი ყოველთვის არსებობს.

"რა თქმა უნდა, საქართველოში Tether-ის შემოსვლა ძალიან პოზიტიურია. ესაა კომპანია, რომელიც მსოფლიო კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. პროექტი რაც დააანონსეს - stablecoin ლარში (ლარზე მიბმული "სტეიბლკოინი") იმის მანიშნებელია, რომ როგორც დანარჩენი მსოფლიო, საქართველოც ნელ-ნელა კრიპტოინდუსტრიაში ინტეგრირდება.

ახლა ადამიანს შეუძლია, პირდაპირ გახსნას ანგარიში თუნდაც ბანკში და იყიდოს კრიპტოვალუტა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს Foresight Investment Group-იც ხელს შუწყობს და შექმნის შესაბამის პროდუქტებს, რომ ადამიანებს საშუალება მისცეს რეგულირებული ფინანსური ინსტრუმენტის გზით კრიპტოვალუტის ფლობაზე წვდომა მოიპოვონ.  რისკებს რაც შეეხება, ასე ვიტყვი, როდესაც ინვესტიციაზე ვსაუბრობთ, რაღაც განსაზღვრული რისკი ყოველთვის არსებობს, მთავარია ადამიანი აცნობიერებდეს, რა რისკს იღებს. უნდა შეხედოთ თავს და გაიაზროთ ცხოვრების რა ეტაპზე ხართ", - აცხადებს რატი მორჩილაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში კომპანია Tether-ის შემოსვლა  დაანონსდა

გამოგვყევით