6-წლიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან ბაქო-თბილისის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება.
აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციის თანახმად, აღდგენილი მარშრუტი შვეიცარიული Stadler Rail Group-ის ბრენდის თანამედროვე შპალის ტიპის მატარებლებით განხორციელდება.
საწყისი გრაფიკის მიხედვით, მატარებელი ბაქოდან ყოველდღიურად 23:10 საათზე გავა და თბილისს მეორე დღეს 08:41 საათზე ჩამოვა. თბილისიდან ბაქომდე მგზავრობის დრო 21:00-06:24 იქნება. აქედან ერთი საათი აზერბაიჯანის საზღვარზე სასაზღვრო და საბაჟო შემოწმებას დაეთმობა, ხოლო ერთი საათი - საქართველოს საზღვარზე.
ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე აზერბაიჯანში გაჩერებები დაგეგმილია ბაქოს რკინიგზის სადგურზე, ბილაჯარიში, ევლახში, განჯაში, აღსტაფასა და ბოიუკ კესიკის სადგურებზე, ხოლო საქართველოში ორი გაჩერებაა - გარდაბნის სადგური და თბილისის რკინიგზის სადგური.
ბაქოდან თბილისის მიმართულებით ბილეთის მინიმალური ფასი იქნება 81 მანათი, რაც 127 ლარს შეადგენს, ამასთან, აზერბაიჯანიდან თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასი ყველაზე მოკლე მარშრუტის შემთხვევაში 51 მანათი, ანუ 80 ლარი იქნება, თუმცა სრული მარშრუტის - ბაქო-თბილისის საფასური 81 მანათიდან იწყება.
ანალოგიურად, თბილისიდან ბაქოს მიმართულებით ბილეთის საფასურიც 81 მანათი იქნება.