logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ტურისტული საქმიანობის სუბიექტები სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან - კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება

ტურისტული საქმიანობის სუბიექტები სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან - კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება

1779874871

ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა  ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული -„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, ტურიზმის ახალი კანონის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა კანონის პრაქტიკაში განხორციელებამ რიგი გამოწვევები გამოავლინა.

კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან.

ასევე, ცვლილებებით მოწესრიგდება რისკის შემცველი მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია. კერძოდ, ალპური, სამთო და სათხილამურო გამყოლის ნაცვლად, კანონში გამოყენებული იქნება ტერმინი - „რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი“.

ამასთანავე, კანონპროექტით, ხელახლა განისაზღვრა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო პუნქტები.

კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება.

გამოგვყევით